Accentnews.ge
როგორ გეგმავს მთავრობა მედიკამენტების გაიაფებას

როგორ გეგმავს მთავრობა მედიკამენტების გაიაფებას

24/12/2020 13:53:57 პოლიტიკა

მედიკამენტების ნაწილში მთავარი ამოცანა რეგულაციის საკითხებია, რომელიც რაც შეიძლება სწრაფადაა მოსაგვარებელი და ეს გაკეთებადია,– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

მისი თქმით, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს, გარკვეული წესის ცვლილებითაა შესაძლებელი სწრაფი შედეგის მიღება:

„ეს პრობლემა საკონტროლებლად რთულია, მაგრამ დღეს ჩვენ გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებით ასევე, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს – იქაც გარკვეული წესის ცვლილებით, სწრაფი შედეგის მიღება შეგვიძლია. ეს არ იქნება ყოვლისმომცველი, მაგრამ არის გარკვეული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც სწრაფად შეიძლება გარკვეული შეღავათიანი ეფექტის შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუმცა დარჩება ისეთი სფეროები, სადაც სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე არაფერი არ გამოვა და ეს ცოტა სხვა მიმართულებაა.

მთავრობა არ მოერიდება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს. გვესმის, რომ დღეს, პანდემიის პირობებში სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში მოქალაქის მდგომარეობა გაუარესდა, სადღაც უფრო მეტად, სადღაც უფრო ნაკლებად და ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება. ამიტომ, გპირდებით, რომ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს – მეც და ქალბატონი მინისტრიც, გამოვიყენებთ სრულად, რის საშუალებასაც კანონი გვაძლევს. ფაქტობრივად, ჩვენ გუშინაც და დღესაც ეს დაპირება გავეცით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობსთვის: გახარიამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ მედიკამენტები გაიაფდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S