"ქართულმა ოცნებამ" მთავრობას ნდობა გამოუცხადა
24/12/2020 15:40:40 პოლიტიკა
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა, სადაც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები იმყოფებიან, მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა.
ნდობის გამოცხადებას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პრემიერმინისტრის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიაა. უცვლელია მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც, ცხვლილებაა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროში: უწყებას გოჩა ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ერთპარტიულ რეჟიმში მუსაობას, რადგან ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვა.


