გახარია – კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე: „ჩვენც ხომ ადამიანები ვართ? შეიძლება, შეცდომა დაუშვა“
24/12/2020 16:05:45 პოლიტიკა
ჩვენც ხომ ადამიანები ვართ? შეიძლება, შეცდომა დაუშვა, მაგრამ უნდა გამოასწორო,– ასე უპასუხა პრემიერ–ინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, რატომ გახდა ორი წლის შემდეგ კულტურის სამინისტროს გამოყოფა საჭირო და თავად რა პოზიცია ჰქონდა თავის დროზე, როდესაც უწყებები გაერთიანდა.
მისი თქმით, საქართველოს კულტურული მემკვდრეობა შეუფასებელია, კულტურის მოღვაწეებს დახმარება სჭირდებათ და ცალკე სამინიტროა საჭირო, რათა მისი განვითარება და შემდგომი კორემციალიზაცია მოხდეს.
„მოვუსმინეთ სფეროს წარმომადგელებს და მივიღეთ გადაწყვეტილება“,– აღნინა გახარიამ.
რაც შეეხება სპორტს, გახარიამ განაცხადა, რომ ეს დისკუსიის საგანია და ცალკე სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება.
შეგახსენებ, რომ თებერვლის ბოლომდე კულტურის სამინისტროს გამოყოფა იგეგმება.


