„თუ ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, ისევ მოგვიწევს, შევზღუდოთ“
24/12/2020 16:12:51 პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, თუ „ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა“, კოვოდ–ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება და მთავრობას კვლავ მოუწევს, დააწესოს შეზღუდვები.
„ერთკვირიანი სუნთქვის საშუალებას ვაძლევთ ბიზნესს. გამოიწვევს თუ არა ეს ვირუსის ხელახლა ზრდას? – მაღალი შანსია, რომ გამოიწვიოს, მაგრამ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული. ის სფეროები გავხსენით, იქ თუ ყველამ დაიცვა წესი, პრაქტიკულად მინიმალური ზრდა შეიძლება მოგვიწიოს. თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია ისევ ავარდება რიცხვები და სამწუხაროდ, მოგვიწევს ისევ შევზღუდოთ“,– განაცხადა ივანე მაჭავარიანმა თემის კომენტირებისას.
ცნობისთვის: დღეიდან 2 იანვრამდე სავაჭრო მოლები გაიხსნა.


