კობახიძე ამბობს, რომ თებერვალში პარლამენტში მინიმუმ, 4 პარტია იქნება წარმოდგენილი
24/12/2020 20:13:05 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მომავალი წლის თებერვალში პარლამენტში მინიმუმ, 4 პარტია იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს. რა და როგორ ბუნებრივია, ამაზე ვერ ვისაუბრებთ ღიად. ამისთვის მათ შორის, ოფიციალურ ფორმატში ყველაფერი კეთდება. მგონია, რომ მინიმუმ 3-4 პარტია უკვე თებერვალში პარლამენტში წარმოდგენილი იქნება. გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ მოგვიწევს იანვრის დასაწყისში, თუმცა ძირითადი პროცესი იანვრის მეორე ნახევარში იქნება“,– განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსეებთ, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, გაყალბებულად მიიჩნევს რა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. საარჩევნობარიერ გადალახული პარტიების უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა.


