დევიდ კრამერი: „არ მინდა, რომ საქართველო შეუერთდეს იმ ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია“
25/12/2020 06:51:12 პოლიტიკა
"არ მინდა, რომ საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია",- ასე ეხმიანება მე–ათე მოწვევის პარლამენტის ერთპარტიულ რეჟიმში საქმიანობას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი.
"არ მინდა, რომ საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, მაგრამ ეს გარდაუვალია თუ "ქართული ოცნება" პარტიებს აკრძალავს და ოპოზიცია ბოიკოტს გააგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს სხვა პარტიებთან შედარებით, მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. იმედი მაქვს, 2021 წელს ვიხილავთ ისეთ პარლამენტს, რომელიც მოსახლეობის დამოკიდებულებას უკეთ ასახავს", - განაცხადა დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ერთპარტიულ რეჟიმში მოუსმინეს მინისტრობის კანდიდატებს და მთავროაბას 24 დეკემებრს ნდობაც გამუცხადეს.


