Accentnews.ge
ცნობილია, რატომ გადააყენა ISFED-მა თანამდებობიდან დირექტორი ელენე ნიჟარაძე

ცნობილია, რატომ გადააყენა ISFED-მა თანამდებობიდან დირექტორი ელენე ნიჟარაძე

25/12/2020 09:42:09 პოლიტიკა

სამართლიანი არჩევნების გამგეობის თავმჯდომარემ და წევრმა საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურეს, რომ ორგანიზაციის დირექტორი ელენე ნიჟარაძე აღარ არის.

როგორც გამგეობის წევრმა ბაია პატარაიამ თქვა, ნიჟარაძემ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომების შესახებ საზოგადოების დაგვიანებით აცნობა.

"ეს იყო კონსესუსური გადაწყვეტილება. ამ აზრის იზიარებდა გამეგობა, თავად ელენე ნიჟარაძე და ორგანიზაციის დიდი ნაწილი", - აღნიშნა ბაია პატარაიამ.

მისივე თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ "ადამიანური შეცდომა" იქნა დაშვებული, თუმცა მათთვის არ აღმოჩნდა ელენე ნიჟარაძის დასაბუთება დამაჯერებელი.

"გამგეობა მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის დროულმა არგაჟღერებამ გამოიწვია ბევრი ეჭვი და შეთქმულების განვითარება, რამაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა ორგანიზაციას და აღმასრულებელი დირექტორის მიმართ, ხო არ ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა და PVT-იც დაყენა ეჭვქვეშ", - თქვა პატარაიამ.

მედიას მიმართა ნიჟარაძემაც:

"მე ჩავთვალე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაცია. მე აქ 9 წელი ვმუშაობდი. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ რაღაცნაირად დაიცავს ორგანიზაციის რეპუტაციას".

ორგანიზანიზაციას საგანგებო ბრიფინგი მიუზღვნა „ქართულმა ოცნებამ:

„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის ბრიფინგს ორგანიზაციის მიერ პარალელურ ხმის დათვლაში დაშვებული უხეში ხარვეზის შესახებ. დღეს ვიხილეთ PVT-ში დაშვებული სიყალბის კიდევ ერთი აღიარება, თუმცა, სამწუხაროდ, მოვისმინეთ ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ. თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის რა მასშტაბის პროპაგანდა მოჰყვა რამდენიმე დაუბალანსებელ ოქმს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მათ შორის ოპოზიციონერი კომისიის წევრების ხელმოწერების თანხლებით, გადაუგზავნეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (ვგულისხმობთ PVT-ის მონაცემებს) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა. ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ცესკო-ს შედეგების აცდენა PVT-ის შედეგებთან გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარი საყრდენი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული.

„ეჭვებს ასევე აღრმავებს ის გარემოებაც, რომ პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში PVT-ის მონაცემების გამოქვეყნება გადაიდო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე. ამ გადადების მიზეზების განმარტება ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია, მით უმეტეს, რომ ყველა წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების PVT-ის შედეგები 10 ან 11:00 საათზე გამოქვეყნდა. სამწუხაროა ისიც, რომ ვერ მოვისმინეთ ორგანიზაციის გამგეობის განცხადება ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ყალბი ინფორმაციის შესახებ, რომელიც თითქოსდა, საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობას უკავშირდებოდა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორი კვირის წინ მოვითხოვეთ იმ უბნების ოქმების გასაჯაროება, სადაც ამგვარი ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ამგვარი 80 უბანი ბუნებაში არ არსებობს.

სინამდვილეში, ბიულეტენების ზედმეტობა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით 19 საარჩევნო უბანზე, რაც საარჩევნო უბნების არა 8, არამედ 0,5 პროცენტია, რაც სრულად თავსებადია სხავადასხვა არჩევნებზე დაფიქსირებულ სტანდარტულ სტატისტიკასთან. როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთ უხეშ ხარვეზს, კიდევ შეიძლება საკუთარი თავი დააჯერო, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, მაგრამ როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთდროულად ორ უხეშ ხარვეზს, აქ თავის მოტყუება უკვე ძალიან რთულია.

ჩვენთვის მთავარი ამოცანა არ იყო ვინმეს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩვენი ამოცანაა, სრულად მოეფინოს ნათელი იმ ორი სიყალბის რეალურ მიზეზებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იქცა. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი „სამართლიანი არჩევნების“ შელახული რეპუტაციის აღდგენას და ამ მიზნით, მზად ვართ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობისთვის ორგანიზაციის გამგეობასთან და ახალ ხელმძღვანელობასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს "სამართლიანმა არჩევნებმა", მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განაცხადა, რომ პარალელური დათვლის დროს ფორმულაში შეცდომა დაუშვეს და რეალურად სხვა მონაცემები უნდა ყოფილიყო. მონაცემები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შეიცვალა და ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S