რატომ დაერიცხათ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს ხელფასები
25/12/2020 13:14:51 პოლიტიკა
ბოიკოტის რეჟმი მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტმა ხელფასები დაურიცხა. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა და იქვე აღნიშნა, რომ თანხა პარლამენტს უკან დაუბრუნდა.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ოპოზიციურ ფორმატში გაირათება მსჯელობა, როგორ მოიქცნენ თანხასთან მიმართებაში. ნაწილს ცალსახა პოზიცია აქვს, რომ ფული ბიუჯეტს დაუბრუნდეს, ნაწილს კი სურს, ამ თანხით სოციალურად დაეცველ ოჯახებს დაეხმაროს.
პარტია „მოქალაქეებში“ კი აცხადებენ, რომ თანხის აღებას არ აპირებენ, თუმცა არც თანხა ჩარიცხვიათ და არც საბანკო რეკვიზიტები მოუთხოვიათ მათთვის.
„მეგობრობის თხოვნა იყო, რადგან მეხუთე რაუნდი წინაა, მაგრამ სამწუხაოდ, სპეკულაციები მოისმინეთ“,– განმარტა ხელფასების ჩარიცხვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კბახიძემ.
თავად პარლამენტის განმარტებით, ხელფასი ჩაერიცხათ წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილების ვადაც 11 დეკემბერს (ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ) ამოიწურა. გარდა ამისა, თანხა ჩაერიცხათ 2020 წლის პარლამენტში მოხვედრილ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ და მათი საბანკო რეკვიზიტები მათთვის ხელმისაწვდომი იყო.
დამატებით, პარლამენტი განმარტავს, რომ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომელიც წელს პირველად გახდა პარლამენტის წევრი, საბანკო ანგარიშების წარდგენის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს. პრესსამსახურის ინფორმაციით, თანხას, რომელზეც დეპუტატი უარს იტყვის, პარლამენტი ბიუჯეტში დააბრუნებს.
8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში მოხვდა, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მათი წარმომადგენლების უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატების მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. საკითხი საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.
უნდა აღინინოს, რომ პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ ინიციარებულია კანონპროექტი, რომელიც პარტიებისთვის, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან, დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.


