Accentnews.ge
"მიწების დატაცება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება"

"მიწების დატაცება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება"

25/12/2020 16:07:42 პოლიტიკა

დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, "მიწების დატაცება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება".

მისი თქმით, ამ მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობა სუსტია.

"მიწების დატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ისჯებოდეს. სხვანაირად ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია. არსებული კანონმდებლობა სუსტია, რომელიც ვერ ზღუდავს იმ სამწუხარო ფაქტებს, რაც მრავლად გვაქვს ქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს არამხოლოდ დედაქალაქის, არამედ სხვა ქალაქებისა და რაიონების პრობლემაც არის. არსებობს ქირით გაყვანის პროგრამა . ყოველწლიურად, ამ მიმართულებით შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთა სახელზე არაერთი ბინა, ავტომობილი, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში საცხოვრებელი ფართები, სახნავ-სათესი მიწებია რეგისტრირებული, გაფორმებული არიან ინდმეწარმეებად, ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ა.შ.", – აცხადებს კალაძე.

ამასთან, კალაძემ საბინაო ფონდის არსებობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით ის ადამიანები და ოჯახები დაკმაყოფილდებიან, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს.

"მომდევნო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გვექნება, რომელსაც იმ ადამიანებსა და ოჯახებზე გადავანაწილებთ, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს. ამ ყველაფერს ექნება თავისი წესები და ვინმეს არ ეგონოს, რომ ფართების გასხვისება თვალდახუჭულად მოხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S