Accentnews.ge
წინასწარი მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს

წინასწარი მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს

25/12/2020 17:18:53 პოლიტიკა

წინასწარი მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ამ არჩევნებში 20 000–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს. ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო ყალბ პროფილებთან/გვერდებთან დაკავშირებით ან ხვალ 12 სთ-დან, მობრძანდეთ ენმ-ის ცენტრალურ ოფისში (მის. კახეთის გზატკეცილი 45ა) და ჩაერთოთ ხმის მიმცემთა სიის გადამოწმების ღია პროცესში", – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა არჩევანი ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის გააკეთეს. ელექტრონული კენჭისყრა 21 დეკემბერს 14:00 სთ-ზე დაიწყო და 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდა.

ახალ თავმჯდომარეს უახლოეს მომავალში გამართულ პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ.

ცნობისთვის: თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. მან "ფეისბუქში" პირად გვერდზე დაწერა, რომ არ ეთანხმება ენმ-ის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე ასევე მიუთითებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების ერთ-ერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა". მისივე თქმით, ასევე "მიუღებელია დიპლომატებზე თავდასხმა", ვინაიდან ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S