"დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, "ქართული ოცნება" 48%–ზე ბევრად მეტს მიიღებს"
25/12/2020 19:04:49 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში მმართველი პარტია შედეგს გაუმჯობესებს.
„დღეს, რომ ჩატარდეს არჩევნები, არათუ 48%-ს, მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ბევრად უფრო მეტს მიიღებს. ზუსტად ამ ქაოსის, არასწორი ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც ოპოზიციის მხრიდან არის გადადგმული“, -განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, "ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირებულია":
„ახლა, როდესაც იმართება პარლამენტთან აქციები, ათ კაცამდე არის ჩამოსული, ადრე ოცი, ზოგჯერ ას კაცამდეც იკრიბებოდა. ეს რაოდენობები თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორია ოპოზიციური ელექტორატის განწყობა და მათი დამოკიდებულება იმავე ოპოზიციის მიმართ, რომელიც აირჩიეს 31 ოქტომბერს. მოსახლეობის ნახევარმა მისცა ხმა ოპოზიციას და მათი დამოკიდებულება უკვე არის შეცვლილი იმავე ოპოზიციის მიმართ, რომელმაც იმედები უკვე გაუცრუა”.
ცსკ-ს მონაცემებით, 31 ოქტიმბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართუმა ოცნებამ" 48.22% (928 004 ხმა) მიიღო.


