Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება” დააფუძნა

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება” დააფუძნა

26/12/2020 12:32:23 პოლიტიკა

დღეს ზურა ჯაფარიძემ ახალი "გირჩი" დააფუძნა. პარტია დარეგისტრირდება სახელით "მეტი თავისუფლება - გირჩი".

დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭო და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს.

პარტიის თავჯდომარე ზურა ჯაფარიძე იქნება.

რაც შეეხება პარტიის დროშასა და ლოგოს, როგორც ჯაფარიძემ ყრილობაზე აღნიშნა, ისინი უცვლელი დარჩება.

"გირჩი" მას შემდეგ გაიყო, რაც 4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თანაგუკდელებთან – ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S