Accentnews.ge
"ქვეყნის საკეთილდღეოდ "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც"

"ქვეყნის საკეთილდღეოდ "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც"

26/12/2020 15:00:00 პოლიტიკა

"ამ არჩევნებით, უფრო სწორედ პარტიის თავმჯდომარის არჩევის ამ ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერეიმ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ქვეყნის საკეთილდღეოდ "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც".

„მის აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების კიდევ უფრო მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაბარებაც. დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ენმ-ს შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც.

ამ არჩევნებით ხალხმა იგრძნო და დაინახა, რომ თუ ივანიშვილის „ოცნების“ ხელში არა, სადღაც, თუნდაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში (სადაც ოლიგარქს ვერ მიუწვდება თავისი საცეცები) მაინც აქვს მის ხმას ძალა და ფასი.

მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც პირადად მე დამიჭირა მხარი და მათაც ვინც არ დამიჭირა! ამ პროცესში ჩართულობა, უკვე თავისთავად მხარდაჭერა იყო ჩვენი - ჩემი, ლევან ვარშალომიძის და ჩვენი ყველა თანამებრძოლის.

ცხადია, ეს ბრძოლა არც ასე ღირსეულად წარიმართებოდა და არც ეს ღირსეული გამარჯვება არ შედგებოდა, რომ არა ღირსეული მოწინააღდეგე ლევან ვარშალომიძე და დიდი მადლობა მას ამისთვის!

დიახ, ღირსეული ბრძოლა არ არსებობს ღირსეული მოწინააღმდეგის გარეშე. ეს რომ ასეა, დავრწმუნდით თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც უსინდისოდ მოგვპარა და გაგვიყალბა სწორედ უღირსმა მოწინააღდეგემ.

ჩვენ ყველა ერთად, ერთად ბრძოლით, ერთობლივი ძალით, ახალი ხალხით, ახალი შემართებით დავუბრუნებთ ღირსებას ქართულ პოლიტიკას“, - წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. მან "ფეისბუქში" პირად გვერდზე დაწერა, რომ არ ეთანხმება ენმ-ის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე ასევე მიუთითებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების ერთ-ერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა". მისივე თქმით, ასევე "მიუღებელია დიპლომატებზე თავდასხმა", ვინაიდან ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S