Accentnews.ge
ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა

ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა

27/12/2020 15:09:59 პოლიტიკა

ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა. იგი პარტიის ყრილობაზე ერთხმად დაამტკიცეს.

მანამდე მელიამ Facebook-გამოკითხვაში გაიმარჯვა. მელიამ მხარდამჭერების 13 400 ხმა მიიღო, ლევან ვარშალომიძემ კი - 7 200. ორივე კანდიდატი პარტიის პოლიტსაბჭომ შეარჩია.

თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. მან "ფეისბუქში" პირად გვერდზე დაწერა, რომ არ ეთანხმება ენმ-ის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე ასევე მიუთითებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების ერთ-ერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა". მისივე თქმით, ასევე "მიუღებელია დიპლომატებზე თავდასხმა", ვინაიდან ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S