ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს
28/12/2020 07:50:19 პოლიტიკა
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.
"მე დარწმუნებული ვარ, რიგგარაშე არჩვნები დაინიშნება. იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, თუმცა ვფიქრობ, 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნების ჩატარება. ეს იქნება გამოსავალი. ეს ჩემი პირადი აზრია და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამაც უნდა გაიზიაროს ეს ყველაფერი. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის, რომ საარჩევნო კოდექსი და მთელი ეს გარემო შეიცვალოს, რაზე შეთანხმებასთანაც თითქმის ახლოს ვართ”, – განაცხადა ხაზარაძემ "მთავარი არხის" ეთერში.


