წინასწარი ინფორმაციით, ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს
28/12/2020 08:32:44 პოლიტიკა
წინასწარი ინფორმაციით, ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და ამის შესახებ 15:00 საათზე ბრიფინგზე ისაუბრებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხოშტარია თავის პოლიტიკურ პლატფორმას დააფუძნებს.
ელენე ხოშტარია 2016 წლიდან მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო "ევროპული საქართველოს" სიით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გახლდათ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი და მეორე ტურში გადავიდა, თუმცა ოპოზიციური ბოიკოტის გამო მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.


