ბობოხიძე: "მგონია, რომ ელენესთან მჭიდრო ურთიერთობები გვექნება"
28/12/2020 09:09:05 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ წერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვება პარტიისთვის სასიხარულო არ იქნება, მაგრამ მათ მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ ხოშტარიასთან.
„ეს პარტიისთვის სასიხარულო არ არის, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ელენესთან გვექნება მჭიდრო ურთიერთობები, რაც საერთო საქმისთვის მხოლოდ კარგი იქნებეა“,– განაცხადა ბობოხიძემ „ფორმულას“ ეთერში.
მას დეტალებზე არ უსაუბრია, რადგან, როგორც აღნიშნა, განცხადება თავად ხოშტარიამ უნდა გააკეთოს მიზნებან დაკავშირებით, თუმცა განაცხადა, რომ უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია.
ცნობისთვის: წინასწარი ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს.


