„რაც მეტი ადამიანი ატარებს პირბადეს, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ“
28/12/2020 10:30:54 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „რაც უფრო ბევრი ადამიანი ატარებს პირბადეს, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ“.
„ყველას უნდა გვესმოდეს პირდაპირი კავშირი, რომელიც არის მაგალითად ძალიან ელემენტარული, მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორის. რაც უფრო ბევრი ადამიანი ატარებს პირბადეს, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ, რაც უფრო მეტი მოქალაქე დაიცავს ელემენტარულ წესებს, ელემენტარულ მოთხოვნებს ჩვენი ეპიდემიოლოგების, მით უფრო სწრაფად აღდგება ქართული ეკონომიკა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი“,– განაცხადა გახარიამ რუსთავში, "ქართლი ტექსტილის" ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


