Accentnews.ge
„ამ არჩევნებს ჰყავს თავისი „ვინერები“ და „ლუზერები“ – კობახიძემ განმარტა, ვისთან ხედავს მოლაპარაკების რესურს

„ამ არჩევნებს ჰყავს თავისი „ვინერები“ და „ლუზერები“ – კობახიძემ განმარტა, ვისთან ხედავს მოლაპარაკების რესურს

28/12/2020 12:07:49 პოლიტიკა

ამ არჩევნებს ჰყავს თავისი ე.წ. „ვინერები“ და „ლუზერები“ – მოგებული მხარე, მოგებული პარტიები და წაგებული მხარე – წაგებული პარტიები. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების რესურსიც ამის მხიედვით უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ,,ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალური მოძრაობის“ "რადიკალურ ფრთასთან" რაიმე ტიპის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება პრაქტიკულად, შეუძლებელია:

„მაგალითად, რომ ავიღოთ ,,ევროპული საქართველო“, რომელსაც დასაკარგი და მოსაგები საერთოდ აღარაფერი აღარ დარჩა – პრაქტიკულად, შეუძლებელია მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, იგივე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ ფრთას, ესაა სააკაშვილი-მელია, მათთანაც ძალიან შეზღუდულია მოლაპარაკებების რესურსი. ასევე ნათელაშვილიც აშკარად წაგებული მხარეა. ყველა დანარჩენს აქვს თავისი პოტენციალი, ისინი არიან პრინციპში ამ არჩევნების მოგებული მხარე, მათ ინტერესებშია ობიექტურად პარლამენტში შემოსვლა და მათთან რესურსი ბუნებრივია, მეტია, ვიდრე სხვა პარტიებთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 28 დეკემბრის მდგომარეობით, ოპოზიცია ერთიანია გადაწყვეტილებაში, ბოიკოტი გამოუცხადოს მე–10 მოწვევის პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატთა ნაწილმა უკვე უარი თქვა მანდატზე, ნაწილი კი მოლაპარაკების შედეგების მოლოდინშია. ოპოზიცია ასევე თანხმდება არჩევნების შედეგების შეფასებაში, რომ ის გაყალბდა. მიუხედავად ამისა, სახელისუფლებო გუნდში რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება რწმენის შესახებ, რომ პარლამენტში ერთპარტიულ ერჟიმში არ განაგრძობს მუშაობას და მინიმუმ ოთხი პარტია მაინც შევა საკანონმდებლო ორგანოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S