ხაზარაძე – კრიტიკაზე: „ტალახის სროლა უნდა დასრულდეს“
28/12/2020 13:20:53 პოლიტიკა
პოლიტიკურ სივრცეში უნდა დასრულდეს ურთიერთ ტალახის სროლის ეტაპი,– ასე ეხმიანება „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკას არჩევნების 2022 წელს ჩატარების თაობაზე.
„ეს ერთ–ერთი ვარიანტია, რომელიც იმსახურებს მსჯელობას და ლაპარაკია სრულად პროპორციულ არჩევნებზე. მთავარია საკითხია, 2024–ის [არჩევნების – რედ.] სრულად პროპორციული არჩევნების გადმოწევაზე. ჩვენ დავინახეთ, რომ მაჟორიტარული არჩევნები არის სრული გაუგებრობა, წარსული“,– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის: ხაზარაძემ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს. ამ მოსაზრებას ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა და ხაზარაძისგან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრების ფორმატში განმარტებებს ელიან.ნაწილი მათგანისთვის ეს მოსაზრება მიუღებელია, რადგან ფიქრობენ, რომ არჩევნები 2021 წელზე უნდა გაიმართოს, ნაწილისთვის, მოსაზრება განხილვას იმსახურებს, ნაწილისთვის კი მსგავსი თარიღის დასახელება გაუგებარია, მით უფრო რომ ხელისუფლებას ის არ უხსენებია და არ ესმით, მსგავსი ვადები ოპოზიციამ რატომ უნდა შესთავაზოს.


