ამნისტია დაახლოებით, 800 ადამიანს შეეხება
28/12/2020 13:24:50 პოლიტიკა
ამნისტია დაახლოებით, 800 ადამიანს შეეხება – გათავისულდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან, – ამის შესხებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „მათგან არის 60 ქალბატონი, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს“.
„ვნახოთ, დისკუსიის შედეგი როგორი იქნება და შესაძლებლობას თუ ვნახავთ, რომ გაფართოვდეს რიცხვი იმ დანაშაულების, ვისაც შეიძლება, შეეხოს ამნისტიის პირობები და შეღავათები. პენიტენციალურ დაწესებულებათა მიღმა რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება, ვისაც ამნისტია შეეხება, რადგან სასჯელისგან მთლიანად გათავისუფლდებიან. ეს შეეხებათ პირობით მსჯავრდებულებს, ვინც გარეთ იმყოფებიან, თუმცა მათ მიმართ კონტროლის მექანიზმები რაც არსებობს, შეუმსუბუქდებათ და ესეც იქნება შეღავათები“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის: დღეს პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრები ამინსტიის კანონპროექტზე მსჯელობდნენ. აღინიშნა, რომ შესაძლოა, სტუდენტებმა სასჯელი შინ მოიხადონ.
როგორც ცნობილია, კანონპროექტი არ შეეხება კორუფციულ საკითხებს, მკვლელობას, ოჯახური ძალადობას.


