Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ „მთავარს“ უჩივის

„ქართული ოცნება“ „მთავარს“ უჩივის

28/12/2020 15:50:12 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიაში "მთავარ არხს" პოლიტიკური რეკლამის არგაშვების გამო უჩივის.

საჩივარის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ "მთავარმა არხმა" უარი განაცხადა მმართველი პარტიისთვის 5 დღის განმავლობაში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე.

"ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილი საჩივრის განხილვის სხდომა 31 დეკემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული,– იუწყება "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი.

საჩივრის თანახმად, წერილობითი მტკიცებულების მისაღებად "ოცნებამ" ოფიციალურად მიმართა "მთავარ არხს" უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების თხოვნით და წარუდგინა ვიდეორგოლები, რომლებიც წინასაარჩევნო რეკლამისთვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნები აკმაყოფილებდა.

"მთავარმა საჯაროდ განცხადებული უარი კიდევ ერთხელ დაადასტურა ელექტრონული შეტყობინებით. შესაბამისად, ტელეკომპანია მთავარმა დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. გთხოვთ, შეისწავლოთ საკითხი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია საჩივარში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S