Accentnews.ge
„არ შეგარჩენთ!“ – „სანტამ“ მათ შორის ადმინისტრაციული შენობების კედლებზე წარწერები დატოვა

„არ შეგარჩენთ!“ – „სანტამ“ მათ შორის ადმინისტრაციული შენობების კედლებზე წარწერები დატოვა

29/12/2020 06:20:44 პოლიტიკა

ქალაქში ახალი წარწერები გაჩნდა: 31 დეკემბრამდე „სანტა კლაუსი“ რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის – ცსკ–ს თავმჯდომარის სახლთანაც მივიდა და თამარ ჟვანიას სამახსოვროდ წარწერები - "ხმების ქურდი", "არ შეგარჩენთ" დაუტოვა.

მსგავსი წარწერები აქტივისტებმა ქუთაისშიც, ადმინისტრაციულ შენობებზე დატოვეს. აქტივისტები განმარტავენ, რომ ქვეყანაში 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

ცნობისთვის: 29 დეკემბრის მდგომარეობით, მე–10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულ რეჟიმში მუშაობს, რადგან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიცია ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის ელჩების მედიატორობით შედგა ოთხი შეხვედრა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. არის მოლოდინი, რომ მეხუთე შეხვედრა 2021 წლის დასაწყისში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S