Accentnews.ge
გახარია: "სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება"

გახარია: "სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება"

29/12/2020 07:43:34 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, 3 იანვრიდან საქართველოში სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება.

როგორც გახარია ამბობს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არ არსებობს.

როგორც პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, 3 იანვრიდან ქვეყანაში მხოლოდ ის ობიექტები დაიხურება, რომლებმაც დროებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მუშაობა აღადგინეს.

"არაფერი არ იცვლება. ჩვენ როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილით თუ ფეხით.ერთადერთ, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება",-ამბობს გახარია.

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S