Accentnews.ge
როდიდან განიხილავს მთავრობა რეგულაციების შემსუბუქებას

როდიდან განიხილავს მთავრობა რეგულაციების შემსუბუქებას

29/12/2020 07:55:19 პოლიტიკა

რეგულაციების რეალური შემსუბუქება შესაძლებელია, განხილული იყოს პირველი თებერვლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მოლები უფრო სწრაფად გაიხსნას.

„რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ შედარებითი პროგრესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში, იყოს მდგრადი, შესაძლებელია, იყოს განხილული პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბინიას განცხადებით, დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს, ნაადრევია:

„ჯერჯერობით ჩვენ გაუმჯობესებაზე ვერ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ სტაბილიზაციაზე, თუმცა კლება და იმისი დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს ეპიდემიის მიმდინარეობაში, ცოტა რთულია და ამაზე საუბარი ნაადრევია. როგორც იცით, თითოეული შემსუბუქება დდა ისევ შეზღუდვა საჭიროებს ორკვირიან ინტერვალს იმისთვის რომ შედეგებინმეტად თვალსაჩინო იყოს. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ შემთხვევევაში არ უნდა ვიჩქაროთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S