პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთხმად დაამტკიცა
29/12/2020 14:15:30 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.
2021 წლის ბიუჯეტი მთლიანი ხარჯებით რეკორდული - 18.4 მილიარდი ლარი იქნება. თუმცა, ბიუჯეტის ზრდის მთავარი ფაქტორი ახალი საგარეო ვალებია. ჯამში ქვეყნის საგარეო ვალი მშპ-ის 60%-ს გადააჭარბებს.
2021 წლის ბიუჯეტით,
- იზრდება სამთავრობო აპარატის სახელფასო ფონდი და გახდება 1,61 მილიარდი ლარი.
- ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს ექნება - 5.56 მილიარდი ლარი. 2020 წელთან შედარებით ის 48 მილიონით გაიზარდა.
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - დაფინანსება იზრდება 551 მილიონი ლარით და გახდება 2.42 მილიარდი ლარი,
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელთან შედარებით გაიზრდება 264.5 მილიონი ლარით და იქნება 1.8 მილიარდი ლარი;
- სამინისტროში კულტურის ბიუჯეტი იქნება 69.5 მილიონი ლარი; სპორტი 122 მილიონი ლარით დაფინანსდება.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 13 მილიონით შემცირდება და იქნება 463.6 მილიონი ლარი.
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 352 მილიონი ლარით მცირდება და 469.8 მილიონი ლარით განისაზღვრება.
- ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 8 მილიონი ლარით და გახდება 88,9 მილიონი ლარი.
- იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება 22 მილიონი ლარით და გახდება 246,5 მილიონი.
- საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 18,2 მილიონი ლარით მეტი - 174.2 მლნ ლარი.
- თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 95 მილიონი ლარით და გახდება 900.0 მლნ ლარი.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 30 მილიონი ლარით და გახდება 790.0 მლნ ლარი.
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი გაიზრდება 1 მილიონი ლარით და გახდება 137.5 მლნ ლარი.
- საქართველოს პროკურატურის ბიუჯეტი გაიზრდება 0,1 მილიონი ლარით და გახდება 41.4 მლნ ლარი.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო დაფინანსება 2021 წელს 0.5 მილიონი ლარით იზრდება და 69.2 მილიონი ლარი გახდება;
- ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით უმცირდება და იქნება 70.5 მილიონი ლარი.


