მთავრობა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მობილიზებული საერთაშორისო დახმარებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
29/12/2020 16:41:25 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მობილიზებული საერთაშორისო დახმარებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, მთავრობის ინფორმაციით, მობილიზდა შემდეგი საერთაშორისო დახმარებები:
- ევროკავშირი - 430 მლნ ევრო, ასევე სამედიცინო და ჰუმანიტარული ტვირთები;
- აშშ - 17 მლნ აშშ დოლარი;
- ჩინეთი - 55 ათასი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა;
- იაპონია - ანტივირუსული პრეპარატი და 2.8 მლნ აშშ დოლარის დახმარება;
- კორეის რესპუბლიკა - 400 000 აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება;
- გაერო - „COVID-19-ის საპასუხო და აღდგენის ფონდიდან” 1 მილიონი აშშ დოლარი ;
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) -სწრაფი სადიაგნოსტიკო აღჭურვილობები და 10,2 მილიონი ევრო .და სხვ.


