Accentnews.ge
ხვიჩია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით გადაწყვეტის იდეას კონსტრუქციულს უწოდებს

ხვიჩია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით გადაწყვეტის იდეას კონსტრუქციულს უწოდებს

29/12/2020 17:14:35 პოლიტიკა

“გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია "კონსტრუქციულს და სამართლიანს" უწოდებს იდეას, რომლის თანახმად, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არევნების შედეგებს მიებას.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს იდეა ფასილიტატორებისგან მოდის.

“ეს ინფორმაცია მუსირებდა პოლიტიკურ სივრცეში, ვიცოდით ამ იდეის არსებობის შესახებ. მე ძალიან მომწონს ეს საკითხი, ვფიქრობ, რომ ფასილიტატორების შეთავაზება არის ძალიან კონსტრუქციული და სამართლიანი", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. ზემოხსენებული იდეის მიხედვით, თუ თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში “ქართული ოცნება" 48%-ზე ანუ იმაზე ნაკლებს აიღებს, ვიდრე 2020 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, ის 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S