Accentnews.ge
კობახიძემ ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან კომუნიკაცია დაადასტურა

კობახიძემ ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან კომუნიკაცია დაადასტურა

30/12/2020 05:58:09 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერგადალახული რვა პარტიიდან ხუთთან კომუნიკაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში სამზე მეტ პარტიას ელოდება.

„ჩვენი ვარაუდი არის, რომ უკვე თებერვალ-მარტში არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული და არც სამპარტიული“, - თქვა კობახიძემ. ის აღნიშნავს, რომ ელოდება პარლამენტს, რომელშიც იქნება სამ პარტიაზე მეტი. „შეიძლება ყველა შემოვიდეს“, - დასძინა კობახიძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.

როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა:

„საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც იყო ეს, რომ მათ გარეშეც გვქონოდა ეს კომუნიკაცია. ეს კომუნიკაცია შედგა უმრავლესობასთან ამ პარტიების. ხუთ პარტიასთან რვიდან“, - დააზუსტა კობახიძემ.

დეპუტატი კომუნიკაციაში საკუთარ მონაწილეობასაც ადასტურებს:

„დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრი სამზე და ოთხზე მეტი წევრი იყო ჩართული ასეთი ტიპის კომუნიკაციაში, მინიმუმ ხუთ პარტიასთან. მეც ჩართული ვიყავი ბუნებრივია... მე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, მათ შორის, კომუნიკაციის ნაწილში, შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. ეს არ ეხებოდა ორ და სამ პარტიას“.

უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საჯაროდ გამოცხადებული შეხვედრების მეოთხე, ჯერჯერობით ბოლო რაუნდი გაიმართა 8 დეკემბერს.

დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ოპოზიციის 54-მა დეპუტატმაც მიმართა, თუმცა მათი საკითხი ჯერჯერობით კენჭისყრაზე არ გასულა. განცხადებების გამოთხოვის ვადა 23 დეკემბერს ამოიწურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S