Accentnews.ge
„გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდა“

„გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდა“

30/12/2020 07:56:59 პოლიტიკა

სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში წელს სრულფასოვნად ამოქმედდა ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელმაც პანდემიის მიუხედავად, წარმატებით ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.

მისი თქმით, გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად, უკვე შერჩეულია 14 საუკეთესო ბიზნესპროექტი, რომელთა დაფინანსება მომავალი წლიდან დაიწყება.

„აღსანიშნავია, რომ ფონდი გრანტებს საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გასცემს; ამ კუთხით მზადყოფნა უკვე დაადასტურა გერმანიამ და შვეიცარიამ. რაც შეეხება საგანმანთლებლო მექანიზმს – სკოლის შემდგომი მოსამზადებელი და სხვა საშეღავათო პროგრამების შედეგად, წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩაირიცხა სამჯერ მეტი, 400-მდე სტუდენტი. ეს უპრეცედენტო პროგრამა მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე და ითვალისწინებს სწავლების დაფინანსებას, სტიპენდიასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S