Accentnews.ge
ხუნდაძე ფიქრობს, რომ ოჯახში მოძალადეთა ნაწილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს

ხუნდაძე ფიქრობს, რომ ოჯახში მოძალადეთა ნაწილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს

30/12/2020 09:33:22 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, რომ ოჯახში მოძალადეთა ნაწილს ამნისტია შეეხოს.

ინიციატივა დეპუტატმა პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

„კი, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპული ნეგატიური დამოკიდებულება, რომ იქნას გარკვეული ნაწილი გათვალისწინებული, მაგრამ მე ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი, ოჯახის წევრებთან და მათი ნათქვამიც მოვიტანე… ჩემი აზრიც ემთხვევა მათთსაც, ამიტომ ვთვლი თავს ვალდებულად, ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები.. ამას გამართლება არ აქვს, თუნდაც, ემოციის ფონზე იყოს. მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებული გაგვეთვალისწინებინა. უპირველესად, სოციალური ფონის, მით უფრო, ამ პანდემიის ფონზე, როდესაც ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს”.

დეპუტატი ოჯახში მოძალადე კაცებს “ოჯახის უფროსად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ “ოჯახები არის გახლეჩილი, არის ბევრი პრობლემა, ოჯახს ეკონომიკურად უჭირს და ოჯახის უფროსი“:

„უფრო ხშირად, ოჯახის უფროსები არიან ხოლმე ამის ჩამდენი, სამწუხაროდ. ისინი არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთან აწვებიან, მათი მორალური და ეკონომიკური მხარე ძალიან შეუსაბამო ხდება. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ხელაღებით სრული ამნისტირება უნდა მოვახდინოთ დანაშაულის,“ – ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულები, რომლებისთვისაც ეს პირველი შემთხვევაა, გათავისუფლდებიან:

„თუ არის პირველი შემთხვევა, თუ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მას აქვს დადებითი დახასიათება და ოჯახის თანხმობა თუ არის.. ერთი გამონაკლისი უნდა ჩაიდოს – თუ არის პირველი შემთხვევა, მაშინ უნდა იქნა გათვალისწინებული თანხმობა. შესაძლოა, მეორე და მესამე შემთხვევაში, ოჯახში თანხმობა გარკვეულწილად ქვეცნობიერი იყოს და შესაძლოა, შედეგი იგივე დადგეს. თუკი ოჯახი ამ თანხმობას არ გამოხატავს, სასჯელის ამოწურვის შემდეგ, ოჯახის უფროსმა, შესაძლოა კიდევ ერთხელ მიაკითხოს ოჯახს სამაგიეროს გადახდის სურვილიც კი გაუჩნდეს.

თუ შესაძლებელია, მეორე შემთხვევაში ოჯახის თანხმობა არ იქნას გათვალისწინებული. თუ ადამიანმა ეს ემოციურ ფონზე.. გამართლება ამისგან შორსაა, თუ მისი დახასიათება იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკები მინიმალური იყოს, ოჯახის თანახმაა, ამ სოციალურ ვითარებაში ვფიქრობ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი და აუცილებელი,“ – ასე ხსნის ხუნდაძე თავის ინიციატივას.

შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და აღნიშნულს მზარდი ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს: შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის სტატისტიკით, იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ოჯახში ძალადობის მუხლით (126-ე პრიმა)სულ 4 562 დანაშაულია რეგისტრირებული, აქედან გახსნილია 2937.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S