Accentnews.ge
კახაძის ინიციატივის თანახმად, ინვესტორებმა თითო საბავშვო ბაღიც უნდა ააშენონ

კახაძის ინიციატივის თანახმად, ინვესტორებმა თითო საბავშვო ბაღიც უნდა ააშენონ

30/12/2020 10:24:37 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე გამოდის ინიციატივით, ინვესტორმა, საკუთარი პროექტის განხორციელების პარალელურად, თითო რაიონში საბავშვო ბაღი ააშენოს. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა.

მისი თქმით, ეს იქნება საერთო ინტერესი.

"მე მექნება ასეთი წინადადება - იქნებ, სამინისტროში შეიქმნას ჯგუფი და მოვახერხოთ ასეთი რამ, რომ ინვესტორებისთვის შევქმნათ ხელსაყრელი პირობები, გაუმჯობესებული ვარიანტი და შეთავაზება: ნებისმიერი პროექტის განხორციელების პარალელურად, ერთი კეთილშობილური ზრახვა - თითო რაიონში გააკეთოს ახალი საბავშვო ბაღები", - თქვა კახაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S