Accentnews.ge
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

30/12/2020 11:53:01 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად, ამნისტია სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს უნდა შეხებოდა, თუმცა როგორც კანონპროექტის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავდმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დღეს განაცხადა, კანონპროექტს 20-მდე მუხლი დაემატება.

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S