Accentnews.ge
თბილისი მოსკოვს პასუხობს

თბილისი მოსკოვს პასუხობს

03/01/2021 16:17:46 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიდრე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ვიდრე მისი მხრიდან არ მოხდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშეკრულების სრულად შეთანხმება, მანამდე რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, დღის წესრიგში ვერ დადგება.

უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნებისმიერი სახის ე.წ. შეთანხმება, მათ შორის ე.წ. საზღვართან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს შორის დაიდოს, იქნება მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შეფერხებული.

"რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, ბუნებრივია, დღის წესრიგში ვერ დადგება მანამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები. კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი. მანამ, ვიდრე არ მოხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშეკრულების სრულად შესრულება, ბუნებრივია, ნებისმიერი სახის ე.წ. შეთანხმება, მათ შორის ე.წ. საზღვართან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს შორის დაიდოს, იქნება მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, იქნება უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნება შეფერხებული, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების მორიგი ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მცდელობა", - აცხადებენ საგარეო სამინისტროში.

უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისოთ ნაკისრი ვალდებულებები და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.

რუსული მედიის ინფორმაციით, დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს, მიხაილ პეტარკოვს დაევალა რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვეტილია. ერთადერთი ორმხრივი ფორმატი, აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებების ფორმატია, რომელიც ოფიციალურად ჰუმანიტარულ საკითხებს ეძღვნება. რომელი არხის გამოყენებას შეეცდება ახალი ელჩი თბილისთან კომუნიკაციის დასამყარებლად, ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S