Accentnews.ge
მაჭარაშვილი განმარტავს, რატომ დადგა დღის წესრიგში "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა

მაჭარაშვილი განმარტავს, რატომ დადგა დღის წესრიგში "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა

04/01/2021 07:05:41 პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, დღეს აღნიშნული საკითხი ბიუროზე და სესიაზეც განიხილება.

"საპროცედურო საკითხთა და წესების დაცვის კომიტეტზე განვიხილავთ "პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მოგეხსენებათ, კონსტუტუციის და რეგლამენტის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამისი ვადების გასვლის შემდეგ იკრიბება და იხილავს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებს. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი კომიტეტზე განიხილება, შესაბამისი დასკვნა ბიუროს გადაეცემა და მოხვდება სესიაზე",-განაცხადა მაჭარაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, გურამ მაჭარაშვილმა ასე უპასუხა: " გარდა სამართლებრივი ნაწილისა, რომელიც უკვე მოგახსენეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასილიტატორების, ჩვენი ქვეყნის ელჩების კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენ ვიხილავთ იმ პარტიის პოლიტიკური სუბიექტის, წარმომადგენლების საკითხებს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოხდეს მათი ჩანაცვლება. ამ ეტაპზე იცით, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფისთვის არსებობს პრიორიტეტი, რომ ოპოზიციასთან ელჩების მეშვეობით გავმართოთ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებით დასრულდება",-განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები კი, შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ. სწორედ ამის გამო, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა “პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატებით იწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S