„თავისუფლების მარში“ კახეთში აქციებს მართავს
04/01/2021 10:49:45 პოლიტიკა
„თავისუფლების მარში“ კახეთში აქციებს მართავს. საპროტესტო მსვლელობით ისინი საგარეჯოში და გურჯაანში იმყოფებოდნენ, საიდანაც ყვარელში გადაინაცვლეს.
მათი ძირითადი მოთხოვნა, რვა მარტის შეთანხმების შესრულება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია.
მოძრაობის წევრებმა ტრანსფარანტებით, შეძახილებით და სიგნალებით ცენტრალური ქუჩები მოიარეს და ადგილობრივებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდეს.
„თავისუფლების მარში“ დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამართავს აქციებს. შემაჯამებელი საპროტესტო მსვლელობა თელავში ჩატარდება.


