„პატრიოტთა ალიანსი“ ახალი არჩევნებისთვის ბრძოლას აგრძელებს"
04/01/2021 12:26:24 პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მის პარტიას ელჩებთან ინდივიდუალურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია.
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდში მონაწილეობას მიიღებს.
„ყველა რაუნდში მონაწილეობდა ჩვენი პარტია და ძალიან აქტიურად. ველით მეხუთე რაუნდს. ჩვენი ინფორმაციით, იანვარაში უნდა დაინიშნოს ეს რაუნდი და ვნახოთ, შედგება თუ არა შეთანხმება. ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, თუ არ შეთანხმდება, პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ აგრძელებს ბრძოლას და საქმიანობას, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს“, – განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის: "პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა, თუმცა ცნობილია, რომ ანგილმონაცველობის თანახმად, ალიანსის სახელით პარტიული სიის სხვა წევრები შევლენ პარლამენტში. როგორც თემის კომენტირებისას ირმა ინაშვილმა განმარტა, ოთხი დეპუტატიდან ერთი პარტიის წევრია და მას წევრობა შეუწყდება, დანარჩენი სამი კი პარტიის შემომწირველები იყვნენ და არა წევრები.


