"ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში"
05/01/2021 08:54:21 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში უკვე წარმოდგენილია.
„წევრებს, რომელთა უფლებამოსილება ცნო პარლამენტმა, შეუძლიათ, გადმობრძანდნენ დარბაზში. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი, ამ მომენტიდან, მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში“– ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძისა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, რის გამოც მე–10 მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების განხორციელებას ერთპარტიულ რეჟიმში შეუდგა.


