Accentnews.ge
ინაშვილი – კობახიძეზე: „ხანმოკლეა მისი ბედნიერება“

ინაშვილი – კობახიძეზე: „ხანმოკლეა მისი ბედნიერება“

05/01/2021 13:16:37 პოლიტიკა

დროებითაა ბადნიერი, ხანმოკლეა მისი ბედნიერება, – ასე ეხმიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის კმაყოფილებას, რომ „პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შევიდა“.

„მე პარლამენტში ვსაუბრობდი საქართველოს ინტერესების დაცვვაზე, მშვიდობაზე, შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, იმაზე, რომ გვყავს მშიერი ბავშვები – ესაა რუსული შემადგენელი?

ვითომ დასავლური „ქართული ოცნება“ აგებდა კომუნისტურ საქართველოს და მიაღწია, რომ კომუნისტური პარტიის რეჯიმში მოქმედებს ახლა: მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატების რეჟიმი, მოახდინა საარჩევნო კანონის უზურპაცია, გააყალბა არჩევნები, დაანგრია საყდრისი, არ დაიცვა დავით–გარეჯი [მხოლოდ წინასაარჩვნოდ გაახსენდა], უკანონო პარლამენტმა უკანონო მთავრობა აირჩია – არ გადაუდგამს არც ერთი დასავლური ნაბიჯი|,– განაცხადა ინაშვილმა თემის კომენტირებისას.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S