Accentnews.ge
კვლევა: როგორ გამდიდრდნენ „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრები

კვლევა: როგორ გამდიდრდნენ „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრები

08/01/2021 11:31:02 პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იწყებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის შესაძლო კორუფციულ დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი და რომლებზეც შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.

"ჩვენ, ძირითადად, აქცენტი გვაქვს მაღალი დონის კორუფციაზე, სადაც ჩართული არიან მაღალი თანამდებობის პირები, ვიყენებთ საჯარო ინფორმაციას და ჩვენი მიზანია გამოვიკვლიოთ საეჭვო კორუფციული შემთხვევები. ამ ეტაპზე გამოიკვეთა რამდენიმე კორუფციული სქემა", - განმარტავენ "სამართლიან არჩევნებში".

ჩამონათვალში მოხვდნენ სავარაუდო კორუფციის ისეთი შემთხვევები: რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების გარეშე, აღძრავს დასაბუთებად ეჭვს კორუფციული დარღვევის არსებობის შესახებ; სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები; რომლებზეც არ დამდგარა სათანადო შედეგი: არ დაწყებულა / არ დასრულებულა გამოძიება.

ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების მონაწილეობა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში

ქონების გადაცემა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის

2016 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” არამართლზომიერად გადასცა ქონება, რაც შესაძლოა გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგი იყო.

კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოში“

2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს (ე.წ. „ზონალური საბჭო“) საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი სავარაუდო შემთხვევა.

კორუფციის ნიშნები თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების განკარგვის პროცესში

თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში 29 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზების, ასევე ამ და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობაზე სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის პროცესი ატარებდა არსებითად ფიქციურ ხასიათს და ემსახურებოდა უფრო ადრე, არაფორმალურ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივად გაფორმებას.

ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების შემთხვევები

ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საჯარო სამსახურის დატოვებიდან მოკლე დროში მოახერხა მნიშვნელოვანი ქონების შეძენა, რასაც რამდენიმე საეჭვო გარემოება ახლდა თან.

თავდაცვის მინისტრის სახლების მშენებლობის არადეკლარირებული ხარჯები

2013-2018 წლებში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლევან იზორიამ ორი სახლი აიშენა, თუმცა, ამ სახლზე გაწეული ხარჯები კანონდარღვევით დეკლარაციაში არ მიუთითა. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს აღნიშნული ხარჯებისწარმომავლობა.

ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საეჭვო გამდიდრება

თანამდებობის დატოვების შემდეგ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მისი მეუღლის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. თანამდებობაზე ყოფნისას მისი ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართის 2 უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით კი 7,900 კვ.მ ფართობის 24-მდე უძრავი ქონების მეპატრონეგახდა.

დეტალები მათ შორის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები სახელმწიფო შესყიდვებისა და მუნიციპალურ დონეზე იხილეთ აქ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S