10 743 კოვიდ–ინფიცირებულიდან 6 092 პირი ბინაზე მკურნალობს
11/01/2021 07:04:17 პოლიტიკა
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა,
აჭარა - 62,
იმერეთი - 84,
ქვემო ქართლი - 24,
შიდა ქართლი - 14,
გურია - 13,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48,
კახეთი - 41,
მცხეთა-მთიანეთი - 41,
სამცხე-ჯავახეთი - 23,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 849, აჭარაში - 364, იმერეთში - 767.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 840 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში - 71, იმერეთში - 191.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 7, იმერეთში - 29.
722 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში.
6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 258, აჭარაში - 39, ხოლო იმერეთში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 520 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 178 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 869 პირი, აჭარაში - 1 998, იმერეთში - 2 212.


