ჩალაძე მთავრობას კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით დახმარებას სთავაზობს
11/01/2021 09:10:07 პოლიტიკა
გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი გიორგი ჩალაძე მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის ქვეყანაში დისტრიბუციაში დახმარებას სთავაზობს და ამბობს, რომ მას შეუძლია, Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა სულ რამდენიმე დღეში ჩამოიტანოს.
"იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი ხალხის სიცოცხლე და ჯანრმთელობა გადავარჩინოთ, ჩენ მზად ვართ და გვაქვს შესაძლებლობა უზრუნველვყოთ, როგორც საუკეთესო ვაქცინის ჩამოტანა, ასევე ადმინისტრირება ადამიანებში. სულ რამდენიმე დღეში შესაძლებელია საქართველოში შემოვიდეს Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა და მივიტანოთ ნებისმიერ მაღალმთიან სოფელშიც კი, ავცრათ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე ისე, როგორც იცრებიან ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქალაქეები", - ამბობს გიორგი ჩალაძე.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მოსახლეობა ატყუებს და სინამდვილეში მათაც გააჩნიათ ვაქცინის ჩამოტანისა და შენახვის საშუალება, რადგან "Pfizer-ის ვაქცინას არ სჭირდება მუდმივად - 86 გრადუსზე შენახვა, საკმარისია 5 დღის განმავლობაში ვაქცინა შენახული იყოს სამაცივრე ტემპერატურაზე".


