Accentnews.ge
რა შედეგები აჩვენა ტაქსის მძოლების, მოვაჭრეების და სასულიერო პირების ტესტირებამ

რა შედეგები აჩვენა ტაქსის მძოლების, მოვაჭრეების და სასულიერო პირების ტესტირებამ

11/01/2021 10:05:24 პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ცნობით, მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებულმა კორონავირუსის ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ეპიდვითარების თვალსაზრისით სტაბილიზაციისკენ მივდივართ.

მისი მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა 4 000–ზე მეტ ტაქსის მძღოლს და მათგან 0,7%–ში პასუხის დადებითი იყო. ამავე რაოდენობის აგრარული ბაზრის მოვაჭრემ ჩაიტარა ტესტირება და ამ შემთხვევაში დადებითი პასუხი 0,9%–ის შემთხვევაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება სხვადასხვა კომფენსიის რელიგიის მსახურებს, ჩატარდა 1800 ტესტი, მათგან დადებითი 1%–ის პასუხი იყო.

„დამაიმედებელი მონაცემებია. ეს აჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ. მთავარია, ის შევინარჩუნოთ, რომ მესამე ტალღას გავეპაროთ და მაქსიმალურად დაბალ ციფრებში იყოს ყოველდღიური ავადობა“,– განაცხადა იმნაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S