Accentnews.ge
გაიზარდა პირთა წრე, რომელთაც ამნისტია შეეხებათ

გაიზარდა პირთა წრე, რომელთაც ამნისტია შეეხებათ

11/01/2021 10:34:09 პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაიზარდა პირთა წრე, რომელთაც შეეხებათ ამნისტია სხვადასხვა ფორმით: მათ შორის, პატიმართა რაოდენობა ალბათ, 1 500-ს გადააჭარბებს.

მისივე თქმით, თითქმის, 10 000-მდე გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც პრობაციის რეჟიმში მიიღებენ შეღავათს.

„იმ სახით, რა სახითაც ჩამოყალიბდა საბოლოოდ ამნისტია, გაიზარდა პირთა წრე, რომელთაც შეეხებათ ეს ამნისტია სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, პატიმართა რიცხვი გადააჭარბებს ალბათ 1 500-ს, უბრალოდ ზუსტი რიცხვის პროგნოზირება ჭირს, რადგან გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილებაზე იქნება ეს დამოკიდებული. თითქმის, 10 000-მდე გაიზრდება რიცხვი იმ ადამიანებისა, ვინც პრობაციის რეჟიმში მიიღებენ შეღავათს და მათზე გავრცელდება ამნისტია, უშუალოდ სასჯელის მოხდის პირობებში. არიან ასევე პირები, რომელთაც, მაგალითად ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს აღუდგებათ, მაგალითად, უფლებები და ასეთთა რიცხვი კიდევ უფრო დიდი იქნება. რაც შეეხება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, ამასთან მიმართებაში დაახლოებით ოთხი ათასს გადააჭარბებს რიცხვი ადამიანებისა, ვისაც ეს ამნისტია ასევე შეეხება. ასეთია მოსალოდნელი სტატისტიკა. პრობაციის რეჟიმში მყოფ თითქმის 10 ათას ადამიანს შეეხება ეს ამნისტია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყნის მასშტაბით აქციები იმართება მოთხოვნით, გაფართოვდეს ამმისტიის კანონპროექტი. ამავე მოთხოვნით რამდენიმე მსჯავრდებული შიმშილობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S