თალაკვაძე: "უახლოეს მომავალში იქნება ქართული ოცნების ყრილობა"
11/01/2021 11:36:17 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ყრილობა დააანონსა და თქვა რომ ის უახლოეს მომავალში გაიმართება. მანვე აღნიშნა, რომ ყრილობაზე აირჩევენ მას, ვინც ბიძინა ივანიშვილს შეცვლის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.
"უახლოეს მომავალში იქნება ქართული ოცნების ყრილობა, მანამდე იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მანვე "ადამიანური მადლობა" გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს გაწერული საქმიანობისთვის და თქვა, რომ მათმა გუნდმა დემოკრატიის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.


