Accentnews.ge
ლიეტუვამ „გრუზია“ „საქართველოთი“ ოფიციალურად შეცვალა

ლიეტუვამ „გრუზია“ „საქართველოთი“ ოფიციალურად შეცვალა

11/01/2021 12:10:04 პოლიტიკა

ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიამ სახელწოდება „გრუზია“ ოფიციალურად შეცვალა „საქართველოთი“. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისია ავრცელებს.

„სახელმწიფოთა ოფიციალური სახელწოდებების სექციაში, წაიშალა სახელწოდება გრუზია და ის საქართველოთი შეიცვალა“ – ნათქვამია კომისიის ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის, ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიამ 2018 წელს დაადგინა ალტერნატიული სახელი – საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ „გრუზია“ ოფიციალურ სახელწოდებად რჩებოდა 2021 წლამდე, დოკუმენტებში ასევე დაშვებული იყო ალტერნატიული ვარიანტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S