„თუ ივანიშვილი მართლა წავა, დატოვებს უფრო ღარიბ და უპერსპექტივო ქვეყანას, ვიდრე ჩაიბარა“
11/01/2021 12:20:05 პოლიტიკა
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავა პოლიტიკიდან, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ის ოდნავ უფრო პლურალისტურ ქვეყანას დატოვებს, თუმცა ბევრად უფრო ღარიბსა და უპერსპექტივოს, ვიდრე 2012 წელს ჩაიბარა.
"ჩემი აღქმით ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა წავა, არ ვიცი წავა-არ წავა, მაგ კაცს მტერი ენდო, დატოვებს ოდნავ უფრო პლურალისტურ ქვეყანას გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით და გაცილებით უფრო ღარიბ და უპერსპექტივოს, ვიდრე ჩაიბარა 2012 წელს. ეს არის რეალობა და თუ მართლა გადაწყვიტა წასვლა, დიდი ალბათობით მხოლოდ იმიტომ, რომ გაექცეს იმ სამომავლო პრობლემებს, რაც ამ ქვეყანას ელის წინ უახლოეს მომავალში. უბრალოდ ვერ გაართვა თავი ქვეყნის წინსვლას, პერსპექტიულ, წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბებას და უბრალოდ უნდა ქუდი დაიხუროს და წავიდეს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.


