ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე
11/01/2021 13:03:07 პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს,– ამის შესახებ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენმდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 16 იანვარს გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, რომელსაც 400–,დე დელეგატი დაესწრება და ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე კი წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
ამასთან, კალაძის თქმით, მოქმედმა პოლიტსაბჭომ ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც საზოგადოებას ყრილობაზე გააცნობენ. "ფორმულას" ინფორმაციით, ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს წევრები მათ შორის, ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ნაცვლიშვილიც იქნებიან.
ცნობისთვის: ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს საზოგადოებას ღია წერილით მიმართა და განაცხადა, რომ საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკას.


