Accentnews.ge
FBI - აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით „შეიარაღებული საპროტესტო გამოსვლები“ იგეგმება

FBI - აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით „შეიარაღებული საპროტესტო გამოსვლები“ იგეგმება

12/01/2021 10:05:50 პოლიტიკა

FBI გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით „შეიარაღებული საპროტესტო გამოსვლები“ იგეგმება.

ფედერალურმა სამართალდამცავმა უწყებამ გამოუშვა ბიულეტენი, რომელიც მედიამ 11 იანვარს მოიპოვა. მასში ნათქვამია, რომ „შეიარაღებული საპროტესტო გამოსვლები“ დაგეგმილია ამერიკის 50-ვე შტატის დედაქალაქებსა და კაპიტოლიუმის შენობასთან.

ბიულეტენის თანახმად, საპროტესტო გამოსვლები შეიძლება, მოხდეს 16 და 20 იანვარს შორის პერიოდში.

ვაშინგტონში და შტატების საკანონმდებლო ორგანოებთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში კაპიტოლიუმში ძალადობრივად შეიჭრა ბრბო. ხუთი ადამიანი დაიღუპა კაპიტოლიუმში შეჭრის შედეგად, მათ შორის ერთი პოლიციელი, მას მერე, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მომხრეები წააქეზა გაყალბებული არჩევნების თაობაზე დაუსაბუთებელი მტკიცებულებებით, როცა კანონმდებლები არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S