Accentnews.ge
ფოფხაძე –კობახიძის “ოცნების“ თავმჯდომარედ წარდგენაზე: „ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალა უნდა წაიქცეს“

ფოფხაძე –კობახიძის “ოცნების“ თავმჯდომარედ წარდგენაზე: „ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალა უნდა წაიქცეს“

12/01/2021 16:41:38 პოლიტიკა

მე–9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებით, „ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენა იმას ნიშნავს, რომ „პოლიტიკური ძალა უნდა წაიქცეს“

“ეს [ირაკლი კობახიძის წარდგენა “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ] იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალა უნდა წაიქცეს, უნდა დასრულდეს. აქ რომ იყოს რაიმე მცდელობა მაინც, რომ ქართულ ოცნებას რაიმე შანსი მისცენ, მინიმუმ კახი კალაძე მაინც უნდა ყოფილიყო, ერთადერთი ადამიანი პარტიაში, რომელსაც აქვს შერჩენილი ლიდერის თვისებები და შეეძლო ოცნების პარტიულ გადარჩენაზე ეფიქრა. მაგრამ, ეს ფორმალურადაც არ იქნებოდა სწორი. მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილის წასვლით ეს პარტია დამთავრდა. ახლა იქ რეალურად კალაძის მოყვანა თავმჯდომარედ რეალურად იქნებოდა ამ ადამიანის კიდევ უფრო გაწვალება და პროცესის დამძიმება“,– განაცხადა ფოფხაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის: 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის ადგილს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S